|
2017-09-12 03:04:45, 2191 ნახვა
ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში შპს „დინ გრუპი“ ფართოვდება
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით, კიდევ ერთი კომპანია შპს „დინ გრუპი“ ფართოვდება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით კომპანია ბეტონის წარმოებას დაიწყებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „დინ გრუპი“ 2014 წელს დაარსდა და მის საქმიანობას ბეტონის ტრანსპორტირება და რეალიზაცია წარმოადგენს. 2015 წლიდან დღემდე კომპანია საექსკავაციო სამუშაოებით, გზების კაპიტალური რეაბილიტაციით, ქვაფენილების მოწყობით, ახალი საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელების მოწყობით იყო დაკავებული. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კომპანია თავად შეძლებს ბეტონის წარმოებას და ადგილობრივი ბაზრის მომარაგებას. ამ ეტაპზე, კომპანიაში 40-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ახალი საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე დამატებით 15 ადამიანი დასაქმდება. შპს „დინ გრუპი“, რომელიც 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, კერძოდ, ლიზინგის მიმართულებით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 415 505 ლარს შეადგენს.
(NS)
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)