18:40 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 14:26:59, 323 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს (EUGBC) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „საქართველოს ახალი შესაძლებლობები ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაში“ სიტყვით გამოვიდა.  

როგორ „ექსპრენიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, დავით ბაქრაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ასოცირებისა  და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების განხორციელებაა.

სახელმწიფო მინისტრმა იმ კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრა, რაც საქართველომ 2014 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელებით აჩვენა და ყურადღება გაამახვილა 2015 წლის გეგმის მთავარი პრიორიტეტებზე.  ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბიზნეს სექტორთან და სამოქალაო საზოგადოებასთან კონსულტაციებსა და თანამშრომლობას. სახელმწიფო მინისტრმა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწეული როგორც ფინანსური, ასევე, ინტელექტუალური დახმარების შესახებ ისაუბრა. ასევე, დასავლელ პარტნიორებისა და ბიზნესმენების მხრიდან გარდამავალ პერიოდში მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის გამოცდილების გაზიარების  მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძე, ასევე, სიტყვით გამოვიდა EUGBC-ის ექსპო და ეკონომიკის ფოტო-გამოფენაზე.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics