09:14 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-11 08:25:28, 2110 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა

„ბიზნესთან სათქმელი ყოველთვის ბევრი გვაქვს,  ეს სათქმელი არის ორმხრივი და ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ  ის რეფორმები,  რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს და ახორციელებს“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ბიზნესასოციაციებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესთან და ეს იყო ჩვეულებრივი, ძალიან ნაყოფიერი რიგითი შეხვედრა.

„ბევრ საკითზე ვისაუბრეთ, მათ შორის ბიზნესის წარმომადგენლებმა აღნიშნეს EBRD-ის  პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული მნიშვნელოვანი მესიჯები, დღეს ასევე   სავალუტო ფონდის მისიის მუშაობაც დაიწყო  და ესეც ალბათ პოზიტიური შედეგებით  დამთავრდება.იმ რეფორმების და საკანონმდებლო ცვლილებების  წარმატება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, რა თქმა უნდა, პირდაპირ არის დაკავშირებული ბიზნესის ამ ცვლილებებში ჩართვით და ჩვენ ამ მიმართულებით ყოველთვის ვთანამშრომლობთ. დღეს განვიხილეთ საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა,  ფოსტის კანონის ცვლილება და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics