|
2017-09-09 05:58:56, 2543 ნახვა
სამართალი
„ლაშა თორდიასთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერის გავრცელებაში შესაძლოა, შსს-ს უკანონო ქმედება იკვეთებოდეს“
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ ყოფილ გენერალურ აუდიტორთან, ლაშა თორდიასთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერის გავრცელებაში შესაძლოა, „შსს-ს უკანონო ქმედება იკვეთებოდეს“. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციები პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პარლამენტს მიმართავენ: „2017 წლის 7 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა „პ.ა.მ. კლუბი“ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. ინსპექტორის მიერ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიამ კლუბში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები მესამე პირს გადასცა მხოლოდ ერთხელ. კერძოდ, 2016 წლის 27 დეკემბერს ვიდეოჩანაწერები გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველის კანონის დარღვევით. ინსპექტორის ასეთი დასკვნა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საბოლოოდ ჩანაწერი კერძო პირის ხელში სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოხვდა, რაც დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს არ ყოფილა პირის მაკომპრომეტირებელი მასალის გასაჯაროების პირველი შემთხვევა. სამწუხაროდ, მსგავსი ეჭვები წარსულშიც არაერთხელ გაჩენილა, რაც შესაძლოა, სამართალდამცავი სისტემის მუშაობის მანკიერ მეთოდებზე მიუთითებდეს. როგორც ცნობილია, 2017 წლის 12 მაისს მაშინ მოქმედ გენერალური აუდიტორს თავს დაესხნენ. ლაშა თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, დაცვის წევრებთან ერთად, ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, თუმცა, საქმეზე გამოძიების საბოლოო შედეგი მომხდარიდან 4 თვის შემდეგაც უცნობია. გენერალურ აუდიტორზე თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, სოციალური ქსელის მეშვეობით, საეჭვოდ გავრცელდა ლაშა თორდიას მაკომპრომენტირებელი ვიდეო მასალა, სადაც, სავარაუდოდ, 2016 წლის 24 დეკემბერს კაფე-ბარ „პ.ა.მ კლუბში“ მომხდარი ინციდენტია ასახული. როგორც გაირკვა, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში 2016 წლის 24 დეკემბრიდან მიმდინარეობდა. ვიდეოჩანაწერის გავრცელებამ მაშინვე გააჩინა კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოხდა გამოძიების ხელთ არსებული ვიდეო მასალის გასაჯაროება. დამატებით ეჭვებს აჩენდა ოთარ ფარცხალაძის მიერ 14 მაისს გაკეთებული განცხადება, სადაც ის ლაშა თორდიას „შეუფერებელ“ ქცევაზე მიუთითებდა. ფარცხალაძის განცხადებამ გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან წინასწარ იცოდა ვიდეო მასალის არსებობის შესახებ. ყოველივე აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ: პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „პ.ა.მ კლუბში“ მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვების და გავრცელების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით; შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაასაჯაროოს რა ეტაპზეა ლაშა თორდიაზე თავდასხმის და „პ.ა.მ. კლუბში“ მომხდარი ინციდენტის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებები; კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტს, საგამოძიებო კომისიის მეშვეობით შეისწავლოს გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტი, განსაკუთრებით მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობის ფონზე", - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ფონდი ღია საზოგადოება საქართველო; ადამიანის უფლებათა ცენტრი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; მედიის განვითარების ფონდი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია.
თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)