|
2017-09-09 05:04:30, 2624 ნახვა
Lifestyle
უცნობებმა ეკლესიაში ნაკურთხი წყალი ალკოჰოლით შეცვალეს
საფრანგეთში შატო-შალონის სოფელში უცნობებმა ადგილობრივ ეკლესიაში ნაკურთხი წყალი კონიაკით შეცვალეს. ამის შესახებ სააგენტო "ფრანცპრესი" ადგილობრივ ტურისტულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება. ინციდენტი აგვისტოს ბოლოს მოხდა, მაგრამ მედიაში ინფორმაციამ მხოლოდ ახლა გაჟონა. ეკლესიაში შესულმა ტურისტებმა ალკოჰოლის სუნი იგრძნეს და გიდს ჰკითხეს, ხომ არ იყო ეს ადგილობრივი ტრადიცია. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ უცნობმა პირებმა საეკლესიო ნაკურთხი წყლის ჭურჭელში ერთი ლიტრი კონიაკი ჩაასხეს. "ბევრი ვიცინე. მე ვფიქრობ, რომ ხალხს, რომელმაც ეს გააკეთა იუმორის გრძნობა ნამდვილად გააჩნია. მათ უბრალოდ ძველი ტრადიციების დაცვა არ სურთ",- განაცხადა შატო-შალონის მერმა კრისტიან უილიემმა და დასძინა, რომ ამ ხუმრობამ "ყველა გაახალისა". საეკლესიო ჭურჭელი გაწმინდეს და ნაკურთხი წყლით კვლავ აავსეს. გამოძიება არ დაწყებულა."იუმორისტების"ვინაობა დღემდე უცნობია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)