|
2017-09-07 08:51:56, 2341 ნახვა
კომენტარი
კახეთის გუბერნატორი: ქარის შედეგად, ართანაში, კოხტას მთაზე უკვე ლოკალიზებული კერები ხელახლა გაღვივდა
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქარის შედეგად ართანაში, კოხტას მთაზე უკვე ლოკალიზებული კერები ხელახლა გაღვივდა. როგორც ქადაგიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში აღნიშნა, მეხანძრე-მაშვლებს უწევთ იგივე სამუშაოების შესრულება, რომლებიც გუშინ უკვე დამთავრებული ჰქონდათ. "ქარი არის ყველაზე ცუდი რაც შეიძლებოდა დღეს მომხდარიყო. ქარმა გამოიწვია უკვე ის, რომ ჩამქრალი, ლოკალიზებული კერების ხელახლა გაღვივება მოხდა. ამიტომ, ახლა ჩვენს მეხანძრე-მაშველებს უწევთ იმ სამუშაოს ხელახლა გაკეთება, რაც გუშინ ფაქტობრივად დამთავრებული იყო და მხოლოდ ერთი აქტიური კერა გვქონდა დარჩენილი. ეს გვირთულებს ამოცანას. რაც შეეხება ცეცხლის გავრცელებას და ახალი კერების წარმოქმნას, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ძალების მობილიზაცია და ვერტმფრენების მუშაობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ - ცეცხლი არ გავრცელდება. უბრალოდ უკვე ცეცხლმოკიდებულ და ჩამქრალ ტერიტორიაზე ხელახალი აქტივაცია მოხდა და ამან გამოიწვია დაკვამლიანების გაძლიერებაც. ცეცხლი მოსახლეობას და არც მათ საკუთრებას არ ემუქრებათ", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)