15:20 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-07 06:48:04, 2207 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: პირველი 8 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა საგადასახდელო ბალანსის კუთხით

სახელმწიფო ხაზინის მხრიდან კომერციულ ბანკებში განთავსებულ თანხებს მთლიანი ფულის მოწოდებაზე ზეგავლენა არ ჰქონია, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ კომერციულ ბანკებში დეპოზიტების განთავსების საკითხზე. 

„პარლამენტის სხდომა გუშინ დაიწყო სპეკულაციით, თუმცა სხვა მოლოდინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისგან არ არსებობს, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, მივაწოდოთ სრული ინფორმაცია - ხაზინის მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებულ თანხებზე. დღეს ფულადი ბაზარი ისეა მოწყობილი, როგორც ზიარჭურჭელი და იმავე მოცულობის თანხით, რამდენიც ხაზინის მხრიდან განთავსდა კომერციულ ბანკებში, პრაქტიკულად, შემცირდა რეფინანსირება ეროვნული ბანკიდან. შესაბამისად, ამას არ ჰქონია ზეგავლენა მთლიან ფულის მიწოდებაზე,“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო ხაზინის ფულადი სახსრების მართვის ეფექტიანობის ზრდისთვის აღნიშნული რეფორმის მნიშვნელობას. 

„მინდა აღვნიშნო,  რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, ლარიზაციისათვის ახალი ინსტრუმენტების გაჩენა. გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ფულადი სახსრების მართვასთან დაკავშირებით, გამოწვეული იყო სწორედ ახალი ლიკვიდური ინსტრუმენტის გაჩენით და ლარის მასის მიწოდებით, რომელიც საბოლოო ჯამში, უნდა მოხვდეს ჩვენს მოსახლეობასთან, კონკრეტულად იმ  კომპანიებთან, რომლებსაც ეროვნულ ვალუტაში ესაჭიროებათ სესხი, რათა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდოს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.  

მისი თქმით, პირველი 8 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა  საგადასახდელო ბალანსის კუთხით.

„ძალიან კარგად გვეზრდება ტურიზმი, ექსპორტი და ფულადი ჩარიცხვები, ჯამურად უცხოური ვალუტის შემოდინება 700 მლნ დოლარით არის გაუმჯობესებული, რაც დადებით ზეგავლენას ახდენს კურსის სტაბილურობაზე. თვითონ სტაბილურობას რაც შეეხება, ჩემი დაკვირვებით, ეს არის სეზონური მოვლენა. თუ ჩვენ დავაკვირდებით, 15-20 აგვისტოს პერიოდიდან დაიწყო აღნიშნულმა გამოვლინება, რაც დამახასიათებელია ჩვენი ქვეყნისთვის,  თუმცა მე ამ წუთში ვაფასებ ამას, როგორც ერთჯერად გამოვლინებას და რომელმაც უკვე გადაიარა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics