|
2017-09-07 05:07:19, 1286 ნახვა
სხვადასხვა
„მრავალეროვანი საქართველო“ საარჩევნო უბნების წევრთა არჩევნების პროცესს დადებითად აფასებს
„მრავალეროვანი საქართველო“ საარჩევნო უბნების წევრთა არჩევნების პროცესს დადებითად აფასებს. „2017 წლის 1 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით საოლქო საარჩევნო კომისიებში ჩატარდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევა. იმ ოლქებში სადაც საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო ახორციელებს საარჩევნო მონიტორინგს, კერძოდ : ნინოწმინდის, ახალქალაქის, ასპინძის, ახალციხის, გორის, საგარეჯოს, გარდაბნის, მარნეულის, დმანისის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის ოლქებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევამ ჩაიარა მშვიდ ვითარებაში, სხდომების მიმდინარეობისას , მიუხედავად განსხვავებული აზრის გამოთქმისა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ ყველა უბანზე ხმათა უმრავლესობით შეირჩა საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრი. კერძოდ, # 22 მარნეულის, ქ. თბილისის #5 ისნის, #4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო სუბიექტის „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილმა ოლქის წევრებმა გამოთქვეს განსხვავებული აზრი, რის შესაბამისადაც საოლქო საარჩევნო კომისიებს შესთავაზეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა გასაუბრების წესით, იმ მოტივით რომ მხოლოდ განაცხადისა და წარდგენილი დოკუმენტაციის ზეპირი განხილვის საფუძველზე შეუძლებელია პიროვნების კომპეტენციების განსაზღვრა, რასაც უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო ახორციელებს წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში. სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED) , ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)