13:52 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 11:36:49, 2129 ნახვა

ეკონომიკა
ცოტნე ყავლაშვილი: ლარის მიწოდების საკითხში ზიარჭურჭლის პრინციპი მოქმედებს

"სპეკულაციები ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ ფულადი სახსრების მართვის ეფექტიანობის ზრდისთვის განხორციელებულ წარმატებულ რეფორმასთან დაკავშირებით არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის მატარებელი, მას ეკონომიკური საფუძველი არ გააჩნია და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას”, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ლარის მიწოდების საკითხში ზიარჭურჭლის პრინციპი მოქმედებს.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ  ლიკვიდობის მიწოდება ბაზრისთვის, ანუ ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულის განთავსება დეპოზიტების სახით კომერციულ ბანკებში, პირდაპირ პროპორციულად შემცირდა ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნა. ეს ბუნებრივია, რადგან ეს ორივე ინსტრუმენტი ლარის მიწოდების კუთხით თანაბარწონადია.

ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულის განთავსება დეპოზიტების სახით კომერციულ ბანკებში 2017 წლის ივლისიდან ხორციელდება და ამ დროისათვის, ბაზარს მიეწოდა 450 მილიონი ლარი დეპოზიტის სახით. „თვალი რომ გადავავლოთ რეფინანსირების სესხების გაცემის სტატისტიკას, ვნახავთ 400 მილიონიან შემცირებას.  ასევე მცდარია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს ამ რესურსს ბანკები აშშ დოლარის საყიდლად იყენებენ, რადგან, ასეთ შემთხვევაში, ბანკებს სავალუტო პოზიცია ეხსნებათ, რაც ეროვნული ბანკის შესაბამის რეგულაციებს ეწინაარმდეგება“, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს წარმატებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. მათ შორის, მშპ-ს 4.4 პროცენტიან ზრდაზე, რომელიც 2017 წლის 7 თვეში დაფიქსირდა. მისი ინფორმაციით, წარმატებით სრულდება საგადასახადო შემოსავლები.

„ჩვენ 2017 წელი დავგეგმეთ საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებლის 750-მილიონიანი მატებით და ზრდამ მხოლოდ პირველ 8 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 718 მლნ ლარი შეადგინა. მეტიც, საპროგნოზო მაჩვენებელს ჩვენ 240 მლნ ლარით გადავაჭარბეთ. ასევე მნიშვნელოვანია მიღწევები ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით. ამ მაჩვენებლების მატება წინა წლის პარამეტრის მიმართ 28-28 პროცენტი შეადგინა. 23 პროცენტით მეტი მივიღეთ ფულადი გზავნილებიდან. ამდენად, დღეის მდგომარეობით არსებული ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების მიხედვით ჩვენ მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს“, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა. 

„ჩვენი ეკონომიკური წარმატების შესახებ ხაზგასმით აღნიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა. მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში განხორციელებული ეკონომიკური მენეჯმენტი არის წარმატებული, საქართველო კი - გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების ფლაგმანი ქვეყანა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics