16:23 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 06:48:28, 2258 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი კახიძეს: გირჩევთ, გაერკვიოთ კრიზისების მართვის საბჭოს ფუნქციებში და კვალიფიკაციაზეც იზრუნეთ

პარლამენტის  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ევროპილი საქართველოს წევრის ოთარ აბესაძის კრიტიკას კრიზისების მართვის საბჭოსადმი არ ეთანხმება.

მან ოთარ კახიძეს კვალიფიკაციაზე ზრუნვა და კრიზისების მართვის საბჭოს ფუნქციებში გარკვევა ურჩია.

სესიაშვილის თქმით, პრემიერის ხელმძღვანელობით მაქსიმალური კოორდინაციით იყო მობილიზებული ქვეყნის რესურსები ბორჯომის ხეობაში ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად:

„ბატონო, ოთარ, გისმენდით და მართლა ცდილობთ, რომ იყოთ კრიტიკული. რამდენად გამოგდით, ეს მეორე საკითხია.მინდა, ელემენტარული რჩევა მოგცეთ. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის ხელმძღვანელობით მაქსიმალურად მთელი კოორდინაციით იყო მობილიზებული ჩვენი ქვეყნის რესურსები, რათა მართლაც ძალიან შაშის ბუნებრივ გამოწვევეას გავმკლავებოდით, უსაფუძვლო კრიტიკით ცდილობთ დააკნინოთ ის სახელმწიფო უწყეები და ის ინსტრუმენტები, რომლებიც რეალურად არიან ამ ქვეყანაში  მსგავსი ტიპის კრიზისების დასაძლევად შექმნილი. მაგრამ ჩემი რჩევა იმაში მდგომარეობს, რომ ელემენტარულად გაერკვიოთ კრიზისების მართვის საბჭოს ფუნქციებში. გაერკვიოთ მათ ინსტრუქცუებში, იმ გეგმებში რომლებიც  ამ უწყებას გააჩნია და მეტიც, იქნებ ერთხელ კეთილი ინებოთ და მიბრძანდეთ. ამ საბჭოს ჩამოყალიბების პირველივე დღიდან ჩართული ვიყავი ამ პროცესში და შესაბამისად  მაქვს პატივი გითხრათ, რომ მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა ყალიბდება. რა თქმა უნდა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია ამ მხრივ ბრიტანელი კოლეგები ჩართული არიან და მაქსიმალურად გვიწევენ ექსპერტიზას, თავად ბრიტანელი ექსპერტების შეფასებით, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ანალოგია კობრას ტიპის ბრიტანული მოდელის, თუმცა თავისი ტექნიკური შესაძლებლობით ეს უფრო ეფექტურია, ამიტომ იმის ნაცვლად, რომ გვიხაროდე,ს ყველამ ერთად ვიფიქროთ,რომ ამ სისტემის რეპუტაციას და მის მოქმედებას ხელი შევუწყოთ, უსაფუძვლოდ ხდება თქვენი მხრიდან კრიტიკა. გირჩევთ, გაერკვიეთ ელემენტარულ  ფუნქციებში, ცოტა კვალიფიკაციაზეც იზრუნეთ და შემდეგ კრიტიკას სიამოვნებით მივიღებთ“,-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, ოთარ კახიძემ კრიზისების მართვის საბჭო გააკრიტიკა. მისი თქმით, 
ხარვეზი გამოვლინდა მართვისა და კოორდინაციის დროს და სახეზეა კრიზისების მართვის არაეფექტური მექანიზმი მინდია ჯანელიძისა  და ალექსანდრე ჭიკაიძის ხელმძღვანელობით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics