|
2017-09-06 06:24:35, 1967 ნახვა
კომენტარი
ოთარ დანელიას განცხადებით, შესაძლოა, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ავიაციის ჩართვა გახდეს საჭირო
პარლამენტის წევრმა ოთარ დანელიამ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს მავნებელ მწერ აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მავნებელთან საბრძოლველად კომპლექსურ ღონისძიებებს ატარებენ, თუმცა მაინც ძალიან რთული მდგომარეობაა. დანელიას თქმით, მავნებელთან ბრძოლა უკვე სცდება სოფლის მეურნეობის კომპეტენციას და საჭიროა გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართვა, ვინაიდან მოხდეს ტყეში გამოსაზამთრებლად თავშეფარებული მავნებლების განადგურება. „ძალიან რთული მდგომარეობაა. ჩვენ არაერთხელ ვიყავით ჩასული სხვადასხვა რაიონში სოფელში, მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს, ვხედავთ რომ ეს საკმაოდ დიდ გამოწვევად რჩება, თუმცა ერთი რამ ფაქტია, ეს უკვე სცდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას და გაცილებით უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. არ არის გამორიცხული, აუცილებელი გახდეს გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართვაც, ვინაიდან მიგრაცია მავნებლის მოხდება სწორედ რომ ტყეებში და დაცულ ტერიტორიებში, რომ გამოიზამთროს და ალბათ კომპლექსური ღონისძიებების გატარება იქნება საჭირო. არ არის გამორიცხული ასევე საჭირო გახდეს ავიაციის ჩართვა“,-აღნიშნა ოთარ დანელიამ. დანელიამ სტატისტიკურ მონაცემებზეც ისაუბრა, ამ ეტაპზე, თუ რა რაოდენობით მასივებია დამამუშავებელი: „დაახლოებით 53 000 ჰა გახლავთ მხოლოდ თხილის ფართობები შეწამლული, მეორე ეტაპზე 20 000 ჰა უკვე დამუშავებული იქნება და დაემატება 50 000 ჰა, ეს გახლავთ ზუგდიდი, სამტრედია, აბაშა, ხობი, მარტვილი, სენაკი, ლანჩხუთი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები. მიმდინარეობს სხვა რაიონებში მონიტორინგი, რათა პრევენციული ღონისძიებები გატარდეს. წინასწარი ინფორმაციით, დიდი ალბათობით მავნებელი შემოსულია გალის რაიონიდან, შესაბამისად, ასევე რთული მდგომარეობაა აფხაზეთის ადმინისტრაციაში. ჩვენ მზაობას გამოვხატავთ თანამშრომლობისათვის, თუ ამის სურვილი იქნება. სამომავლოდ პრევენციული ღონისძიებების ნაწილში მუნიციპალიტეტები აუცილებლად უნდა გააქტიურდნენ. მათ უნდა გამოყონ თავიანთი შესაძლებლობებიდან რესურსები“,-განაცხადა ოთარ დანელიამ. მან სურსათის ეროვნულ საგანეტოს და სოფლის მეურნეობას, პირადად მინისტრს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო, ლათ.: Halyomorpha halys) წარმოადგენს მავნებელ მწერს, რომელიც იკვებება მასპინძელი მცენარეებით. მავნებელი საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მისი სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა. მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)