14:41 - 22 Oct, 2026
|
2017-09-06 05:30:35, 2548 ნახვა
მსოფლიო
ანგელა მერკელს პომიდვრები დაუშინეს (ვიდეო)
გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ქალაქ ჰაიდელბერგში წინასაარჩევნო გამოსვლისას პომიდვრები ესროლეს, - ამის შესახებ Der Spiegel იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, უცნობმა პირებმა კანცლერს პომიდვრები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაუშინეს. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა მედიაში სწრაფად გავრცელდა და მერკელის დასვრილი პიჯაკი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ანგელა მერკელმა მომხდარი ინციდენტს მშვიდად შეხვდა. მედიის ცნობით, ღონისძიების პარალელურად მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ პლაკატი წარწერით „მერკელი უნდა წავიდეს“. შეგახსენებთ, რომ გერმანიაში არჩევნები 24 სექტემბერს არის დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)