|
2017-09-06 04:58:41, 2191 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოსა და EBRD-ის 25-წლიანი თანამშრომლობა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები და საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და EBRD-ის პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის შეხვედრის მთავარი თემები. EBRD-ის პრეზიდენტს, რომელიც საქართველოში უკვე მესამედ იმყოფება, პრემიერმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომლის მეშვეობით ქვეყანაში 200-ზე მეტი პროექტი და დაახლოებით 3 მილიარდი ევროსოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, საუბარი შეეხო EBRD-ის სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ ის ორიენტირებულია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის მხარდაჭერაზე, რომელიც სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას, ქვეყნის სივრცით მოწყობას, განათლების სისტემისა და მმართველობის რეფორმას გულისხმობს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიღწევებზე ინსტიტუციური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით, ასევე - საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საპენსიო და კაპიტალის ბაზრის რეფორმის შესახებ, რომელიც გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ საპენსიო რეფორმა 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება. ამ ეტაპზე მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური ინფრასტრუქტურა. გიორგი კვირიკაშვილმა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეაფასა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საერთაშორისო ბაზარზე ლარის ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას, საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას და წაახალისებს ინვესტიციებს. მხარეებმა ასევე ყურადღება დაუთმეს EBRD-ის მხარდაჭერით შექმნილი პლატფორმის - ინვესტორთა საბჭოს საქმიანობას, რომელიც კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობას ისახავს მიზნად. საბჭოს მორიგ სხდომაში, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართება, EBRD-ის პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას.
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)