18:29 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 04:55:21, 2112 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი: ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ ვერსიას კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენამდე მივიღებთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებამდე პარლამენტი ვენეციის კომისიის შუალედურ რეკომენდაციებს მიიღებს.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარი ვერსიის გამოქვეყნების შემდეგ საჯარო დისკუსიები გაიმართება.

"ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ვენეციის კომისიასთან. მათთვის ცნობილია, რომ სექტემბრის ბოლოსათვის იგეგმება ცვლილებების  მესამე მოსმენით კენჭისყრა. ჩვენ გვაქვს შეთანხმება - კომისიას მიღებული აქვს მეორე მოსმენით მიღებული ტექსტი ცვლილებებისა და მესამე მოსმენამდე ჩვენ მივიღებთ ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ ვერსიას. ეს ვერსია გახდება საჯარო და შესაბამისად ვიდრე საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენით განხილული იქნება დოკუმენტი, ჩვენ გვექნება საჯარო დისკუსია და განხილვები ამ მოსაზრებების. რეგლამენტი რის შესაძლებლობასაც მოგვცემს, ანუ მესამე მოსმენით რა ცვლილებების შეტანაც შეიძლება დოკუმენტში, ამ ტიპის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული მესამე მოსმენის ეტაპზე“,- აღნიშნა ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილის თქმით, ვენეციის კომისიის ძირითადი დასკვნა ცალსახად პოზიტიურია.

„გათვალისწინებას რაც შეეხება, ჩვენ ვიმოქმედებთ რეგლამენტით გათვალისწინებული მანდატით",- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics