|
2017-09-05 08:30:20, 776 ნახვა
სხვადასხვა
თეა წულუკიანი „EBRD"-ის პრეზიდენტს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და „EBRD"-ის დელეგაციის წევრები. მხარეებმა ბიზნესდავებისათვის სპეციალიზებული კომერციული და საგადასახადო პალატების დაფუძნების მიზნით ჩაფიქრებული რეფორმის თაობაზე იმსჯელეს და ასევე საჭირო ფინანსურ ხელშეწყობაზე, რომელიც ამ რეფორმის წარმატებისთვის აუცილებელია. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტრომ კომერციული და საგადასახადო პალატების შესაქმნელად რეფორმის კონცეფცია შეიმუშავა და ამ პროცესში დისკუსიებს მომავალი თვის განმავლობაში ყველა დაინტერესებულ მხარესთან გააგრძელებს. „რეფორმის მიზანი კომერციული დავების მოგვარების საქმეში მართლმსაჯულების სისწრაფისა და ხარისხის ზრდაა, რაც ხელსშეუწყობს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის მკვეთრად გაუმჯობესებას, ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოურიინვესტიციების, მოცულობის ზრდას და, ასევე, სამოქალაქო მოსამართლეებს განტვირთავს საქმეთა დაგროვილი მოცულობისგან" - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კონცეფციის თანახმად, საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული და საგადასახადო პალატები შეიქმნება, სპეციალური წესი შემუშავდება ისეთი მოსამართლეების შესარჩევად, რომლებიც როგორც უცხოელ ინვესტორთა მონაწილეობით დავებს ასევე ქვეყნის შიგნით დაფუძნებული მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესის სასამართლო საქმეებს მაღალკვალიფიციურად განიხილავენ, პირველ ეტაპზე გადამზადდებიან ახალდანიშნული მოსამართლეები, მათ შორის, საზღვარგარეთის ქვეყნების მსგავს სასამართლოებში. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ რეფორმას, რომ მე პირადად მივაქცევ ყურადღებას ამ პროცესში საქართველოსთვის ნებისმიერი მხარდაჭერის აღმოჩენის საკითხს" - განაცხადა ბატონმა სუმა ჩაკრაბარტიმ. რეფორმის დამფინანსებლები ბრიტანეთის მთავრობის „GGF" ფონდი, „EBRD" და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობისსაზოგადოება (GIZ) იქნებიან. მიმდინარეობს მუშაობა სხვა დონორებთანაც. საქართველოს მთავრობას საკონსულტაციო მომსახურებას ამ სფეროში იურიდიული ფირმა Dechert Georgia გაუწევს. დაგეგმილია, რომ პირველი კომერციული პალატა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)