|
2017-09-05 07:16:00, 772 ნახვა
რეგიონი
ხულოში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სამმართველოს წარმომადგენლები ჩაერთო. დღის განმავლობაში ტრაბზონიდან მეორე ვერტმფრენი ჩამოფრინდება. "დილის 6 საათიდან აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. ცოტა ხნის წინ სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო სამუშაოებში. სრული შემადგენლობაა მობილიზებული. 400 მეტი ადამიანი ერთდროულად გასულია უშუალოდ ოთხივე ლოკაციაზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შემოსულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაყვანა. შესაბამისად, მობილიზებულია სახანძრო მანქანები. როგორც კი მიეცემათ საშუალება და გაიჭრება გზები მანქანები მივლენ უშუალოდ ლოკაციებზე ცეცხლთან. თუმცა ამ ეტაპისთვის უკვე ამოტანილია საკმაოდ დიდი ოდენობის ავზები - ე.წ. პომპები და პორტატიული საშუალებებით მეხანძრეები ებრძვიან ცეცხლს ადგილზე. რაც შეეხება თურქეთის მხრიდან ვერტმფრენის გამოგზავნას, ამ წუთებში ვერტმფრენი იმყოფება ქ. ტრაპიზონში და უახლოეს პერიოდში ჩვენ ველოდებით მის ჩამოსვლას. მუშაობა გრძელდება, წყლის ავზები თავიდან ბოლომდე მოწყობილია, ვერტმფრენებს არ აქვთ წყლის აღების პრობლემა და რაც მთავარია, ეს ლოკაციები არის ახლოს ხანძართან და ვერტმფრენი ძალიან მცირე დროში ახერხებს წყლის აღებას და ლოკაციებზე დაბრუნებას. ქარის ამოვარდნამ ცოტათი შეაფერხა და გაართულა სამუშაოები, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ დღის ბოლოსკენ ჩვენ გვექნება შედეგი", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო შტაბმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მუშაობა დილის 6 საათიდან განაახლა. ხანძრის კერებთან მაშველთა ჯგუფი გავიდა. ამ დროისთვის, ცეცხლის კერებთან უკვე შეყვანილია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. (NS)
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)