06:52 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 02:43:55, 853 ნახვა

რეგიონი
ფერმერებისთვის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების გაცნობა გრძელდება

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სამეგრელოს რეგიონის მარტვილის, სენაკის, აბაშის, ჩხოროწყოს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ფერმერებს გააცნეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი მასშტაბური პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში სპეციალისტებმა ადგილობრივების ბაღები და ნაკვეთები დაათვალიერეს და თხილის ბაღის გაშენების, მარცვლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის და დაავდებებთან ბრძოლის მეთოდებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა აგვისტოს თვეში სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტის და სოფლის ადგილობრივ ფერმერს დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ მავნებელთან დაკავშირებით კონსულტაციები გაუწიეს.

აღსანიშნავია, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პირველ ეტაპზე 53 ათასი ჰექტარი თხილის ფართობი მაღალი ხარისხის ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატით შეწამლა. ღონისძიების მეორე ეტაპი ინტენსიურად მიმდინარეობს სამეგრელოს, იმერეთის და გურიის მუნიციპალიტეტების სოფლებში. მეორე ეტაპზე სულ 50 ათასი ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics