14:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-04 23:42:15, 2129 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: მნიშვნელოვანია, თბილისის შემოსავლები გაიზარდოს

„ქალაქის ეკონომიკა განვითარდება ისე, რომ ქალაქის ძველი ისტორიული ნაწილი იქნება დაცული, ხოლო ახალი, ევროპული თბილისი რაც შეიძლება სწრაფი ტემპებით, საუკეთესო სახით შემოვა ჩვენს ცხოვრებაში“, - ამის შესახებ კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პროგრამული ხედვის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თბილისის შემოსავლები გაიზარდოს, ეკონომიკა ბიზნესის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების თანხვედრით განვითარდეს და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნას.  

„ჩვენ ვაპირებთ, ხელი შევუწყოთ ტურისტული პოტენციალის გამოყენებას და განვახორციელოთ არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი სივრცეების ათვისებას და ისეთი სერვისების განვითარებას, რომელიც თბილისისა და მისი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics