14:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-04 12:12:53, 2201 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ძველი თბილისის რეაბილიტაცია იქნება

თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვების შემთხვევაში, მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ძველი თბილისის რეაბილიტაცია იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემპარტიის ცენტრალურ ოფისში, „სიცოცხლის სავსე ქალაქის“ განვითარების პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

კალაძის თქმით, ძველი თბილისის რეაბილიტაციაგაგრძელდება, ხოლო მშენებლობის ზედამხედველობისას განსაკუთრებული ყურადღება თბილისის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნებას დაეთმობა.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, პირველი პრობლემა, რაც დედაქალაქს აწუხებს, ეს არის ქალაქის ურბანული განვითარების, მათ შორის, მისი ისტორიული ნაწილის ერთიანი კონცეფციის არ არსებობა, თუმცა თბილისის მიწათმოწყობის გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ, რაზეცმისივე თქმით, ექსპერტთა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობითმუშაობამიმდინარეობს,  ქალაქის ქაოტური განვითარებისა და განაშენიანების პრობლემასაბოლოოდ მოწესრიგდება.

„უსახური შენობები, რომელიც ჩვენს ქალაქშიმომრავლდა, გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. შეიქმნება სტანდარტები ფასადებისთვის.გარდა ამისა, შემუშავდება დიზაინის ერთიანი სტილი, ეს იქნება ვიზუალური სტანდარტი, რომელიც ყველა განვითარებულ ქალაქს გააჩნია და ეს გულისხმობს წარწერების, ვიტრინების, აბრებისა და ზოგადად, იერსახის მოწესრიგებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული შრიფტის სათანადო დაცვას“, - განაცხადა კალაძემ.

პროგრამული ხედვის წარდგენისას მერობის კანდიდატმა ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დედაქალაქში ავარიული შენობების პრობლემას დაუთმო და აღნიშნა, რომ ავარიული და ძველი შენობების ინვენტარიზაციისა და გამაგრება-ჩანაცვლების ერთიანი გეგმაშემუშავდება.

„ჩვენ ვიმუშავებთ რაიონების, უბნების თანაბარ განვითარებაზე.უზრუნველყოფილი იქნება თბილისის თითოეული უბნის თანაბარი განვითარება. ყველა უბანში გამოიკვეთება ცენტრები სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვით, რომელთა განვითარებაზე იზრუნებს მერია კერძო სექტორთან თანამშრომლობით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics