|
2017-09-04 02:39:33, 2551 ნახვა
მსოფლიო
ტეხასში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ტეხასში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან, რომელმაც შესაძლოა 180 მილიარდ დოლარს მიაღწიოს, - ამის შესახებ BBC იუწყება. ტეხასის გუბერნატორის გრეგ ებოტის ინფორმაციით, ზარალი ქარიშხალ “კატრინას” მიერ, ნიუ-ორლეანისთვის 2005 წელს მიყენებულ ზიანსაც აღემატება. ამასთან, საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ხელმძღვანელი ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს სტიქია გაკვეთილად მიიღონ და მსგავსი სიტუაციებისთვის საკუთარი სარეზერვო ფონდები შექმნან, იმისათვის, რომ ვაშინგტონისგან ნაბიჯებს არ ელოდონ. მედის საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სულ მცირე 47 ადამიანი დაიღუპა. 43 ათასი ადამიანი თავშესაფარშია გადაყვანილი. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესს დაზარალებული რეგიონისთვის პირველადი ხარჯების სახით 7.8 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით უკვე მიმართა. შეგახსენებთ, რომ სტიქია აშშ-ის რეგიონს 1 კვირის წინ დაატყდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)