|
2017-09-03 01:26:51, 1287 ნახვა
სამხედრო
Agile Spirit 2017-ისთვის განკუთვნილი ამერიკული ჯავშანტექნიკა საქართველოშია
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017-ისთვის განკუთვნილი მძიმე და მსუბუქი ჯავშანტექნიკა უკვე საქართველოშია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, M1 Abrams ტიპის ტანკები, საბრძოლო ჯავშანტრანსპორტიორები LAV, ასევე მსუბუქი და მხარდამჭერი ტექნიკა ფოთის პორტში ჩამოიტვირთა და სარკინიგზო გზით ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე გაემართა. აშშ-ის საზღვაო ქვეითების ჯავშანტექნიკას ფოთის პორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დახვდა. Agile Spirit 2017 საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალების ორგანიზებით გაიმართება. სამხედრო სწავლებას ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრი და ,,ორფოლოს” პოლიგონი უმასპინძლებს. წვრთნები სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და მისი მიზანი ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთქმედებების გაუმჯობესება, ქვეითი და მექანიზირებული ქვედანაყოფების შერწყმა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთანამშრომლობის დახვეწაა. სწავლების საველე და სამეთაურო საშტაბო ფაზები ოფიციალურად, 3 სექტემბერს დაიწყება და 11 სექტემბერს საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება. (NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)