|
2017-09-02 05:47:55, 2702 ნახვა
მსოფლიო
WikiLeaks-მა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ფარული პროექტის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
WikiLeaks-მა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პროექტ "Dumbo"-ს შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, - ამის შესახებ დასავლური მედია იუწყება. WikiLeaks-ის ინფორმაციით, პროექტ "Dumbo"-ს აქვს ვებ-კამერების გამოყენების ფუნქცია, რომელიც ფიზიკური წვდომის ჯგუფს (PAG) აფერხებს. PAG-ი კიბერ დაზვერვის ცენტრის ერთ-ერთი განყოფილებაა, რომელსაც CIA-ის სამიზნე კომპიუტერებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. მას ასევე შეუძლია ნებისმიერი სახის ვიდეოჩანაწერის დაზიანება ან განადგურება. "Dumbo"-ს მეშვეობით შესაძლებელია იმ ვიდეო და აუდიო მოწყობილობების იდენტიფიცირება, რომლებიც ნებისმიერ კომპიუტერთან არის დაკავშირებული. ამასთან, მას აქვს შესაძლებლობა აკონტროლოს Windows-ის ოპერაციული სისტემა, ასევე წაშალოს ან თავიდან შექმნას რაიმე სახის ფაილი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)