|
2017-09-02 03:35:03, 2536 ნახვა
სამართალი
სასამართლომ „კანონიერი ქურდობისათვის“ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა კანონიერი ქურდობისათვის ბრალდებულ გ.მ.–ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საქალაქო სასამართლოდან აცნობეს. როგორც საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წარდგენილი ბრალდების თანახმად, ბრალდებული 1980 წლებში აღიარებულ იქნა კანონიერ ქურდად. "იგი ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს. ეთანხმება მის მიზნებს და თავისი ცხოვრების წესით, საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროს მხარდაჭერას. ასევე ქურდული სამყაროს მიზნების განხორციელებისა და სპეციალური წესების შემუშავებაში ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მიღების მიზნით, მონაწილეობს ქურდულ გარჩევებში და ყოველდღიური ურთიერთობა აქვს ქურდული სამყაროს წევრებთან. აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ბრალდებულს ბრალად ედება მძიმე, ორგანიზებული კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით. ბრალდებულის მიმალვის,დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მართლმსაჯულების განხორციელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2017 წლის 25 სექტემბერს 14:30 საათზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
ქართველი ებრაელი ქალი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ტერორისტების ისტორიულ სასამართლო პროცესებს უხელმძღვანელებს
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო, ტრამპმა ნორვეგიას „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)