07:03 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 00:50:58, 2721 ნახვა

სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს დასკვნითი სხდომა გაიმართება

ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს დასკვნითი სხდომა გაიმართება.

სხდომაზე ბრალდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე საბოლოო სიტყვით წარდგება, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავა.

ადვოკატების განცხადებით, ბრალდების მხარის მტკიცებულებები აბსურდულია და დეკანოზის ბრალეულობა არც ერთი მოწმის ჩვენებით არ დასტურდება.

„დღეს დაცვის მხარე წარვდგებით დასკვნითი სიტყვით, შევაჯამებთ სასამართლოს მიმდინარეობას და სასამართლოს მიმდინარეობამდე პროცესს, რომელიც ჯერ კიდევ დაკავებით დაიწყო. დეკანოზი გიორგი მამალაძე საკუთარ საბოლოო სიტყვას იტყვის. ჩვენს მხარეს იმ ოდენობის და ხარისხის უპირატესობაა სამართლებრივად, რომ თუ სასამართლო არავის ზეგავლენის ქვეშ არ მოექცევა და იქნება ობიექტური, გამამართლებელი განაჩენი აუცილებლად დადგება“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით.

მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად.

აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც  სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის  236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics