|
2017-08-31 05:19:36, 2455 ნახვა
მსოფლიო
ტეხასის შტატში მდებარე ქიმიურ ქარხანაში 2 აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები
ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში, სადაც სტიქიას ებრძვიან, ქიმიურ ქარხანაში 2 აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიის თავზე კვამლია. ქარხნის ადმინისტრაციით თქმით, წყალდიდობის შედეგად შენობა დაიტბორა, რამაც ტექნიკის გაუმართაობა გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, გაჟნა ისეთმა ნივთიერებებმა, რაც დაბალ ტემპერატურაში უნდა ინახებოდეს. გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მოსახლეობას შესაძლო აფეთქების შესახებ აფრთხილებდნენ. მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის არის შერიფის მოადგილე, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც BBC წერს, ინციდენტი ადგილობრივი დროით 02:00 საათზე მოხდა. შეგახსენებთ, რომ ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში მოსახლეობა სტიქიას უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძვის. ქარიშხალ "ჰარვის" 33 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით ათასი ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი და ისინი თავშესაფარში არიან გადაყვანილი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)