17:16 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 12:41:35, 464 ნახვა

პოლიტიკა
შვეიცარიის ელჩის მიერ გამოთქმული პრეტენზიებით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის ელჩს საქართველოში გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.

როგორც „ექსპრენიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა მიიღო ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომელიც შვეიცარიელ დიპლომატს აწუხებს და დაჰპირდა, რომ აღნიშნული თემით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდება.

„მე მქონდა ძალიან საინტერესო საუბარი შვეიცარიის ელჩთან, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას, მის წინსვლას, პერსპექტივას და პროგრესს. მაინტერესებდა, რას შეეხებოდა მისი წუხილი და მან ამიხსნა, რომ შვეიცარიელი ბიზნესმენი, რომელსაც ჰყავდა ქართველი პარტნიორები, სავარაუდოდ, ქართველმა პარტნიორებმა მოატყუეს და მისი აღქმით, დავა გაგრძელდა არასამართლიან გარემოში. ელჩს დავპირდი, რომ დღესვე დავავალებ შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ეს საკითხი და თუ რაიმე დანაშაული გამოიკვეთება, ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესი არის და ყოველთვის იქნება ხელშეუხებელი და დაცული.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შვეიცარიის ელჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წარმომადგენლების რეაგირებით კმაყოფილია.

როგორც გიუნტერ ბეხლერმა განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილთან საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით პროდუქტიული დისკუსია ჰქონდა.

„ვფიქრობ, შევთანხმდით ბევრ საკითხზე მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მიმართულებით და როგორ დავუჭიროთ მხარი ამას. ჩვენ ვისაუბრეთ აუდიტის და საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებულ ცალკეულ საჭირბოროტო საკითხებზე, ასევე ერთმანეთს გავუზიარეთ კონკრეტული საქმეები. მე დავინახე პრემიერ-მინისტრის და მთელი მთავრობის პოზიტიური რეაქცია. ჩვენ ეს საქმეები შესაბამის უწყებებთანაც განვიხილეთ. მოველით ინსტიტუციების შესაძლებლობების განვითარებას და შვეიცარია, რა თქმა უნდა, მხარდაჭერისთვის ყოველთვის მზად არის“, - განაცხადა გიუნტერ ბეხლერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics