12:19 - 20 Aug, 2026
|
2017-08-29 03:34:37, 2354 ნახვა
რეგიონი
სვირში ცეცხლის ცალკეული კერების ჩაქრობა მიმდინარეობს - ადგილზეა 200-ზე მეტი ცოცხალი ძალა და ათობით ტექნიკა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ამ დროისთვის ცეცხლის ცალკეული კერების ჩაქრობა მიმდინარეობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 200-ზე მეტი ცოცხალი ძალა მუშაობს, ასევე მობილიზებულია ათობით ტექნიკა. „მიუხედავად რთული რელიეფისა, მიუვალი ადგილი იყო, მაინც ვიპოვეთ ალტერნატიული გზა, მუშაობენ 112-ის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს“,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. შეგახსენებთ, ახალციხეში ხანძარი, რომელიც ტყის მასივში გუშინ გაჩნდა, ლოკალიზებულია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)