|
2017-08-27 05:47:58, 2762 ნახვა
სამართალი
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ახალ ბრალდებას უმზადებს
„საქართველოს ხელისუფლება უკრანაში „ბარიგებთან“ სრულ კოორდინაციაშია და სურს, ახალი ბრალდება მომიმზადოს",-ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. მისივე თქმით, ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ეხება. სააკაშვილი წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეჰპირდნენ, ბრალდების წარდგენა 10 სექტემბრამდე მოხდებოდა: «საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ "ბარიგებთან" სრულ კოორდინაციაშია და სურს, რომ ახალი ბრალდება მომიმზადოს - საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. ისინი შეპირდნენ პოროშენკოს, რომ ბრალდებას 10 სექტემბრამდე წამიყენებდნენ. საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ბრალდება, გვირგვინების შეძენა და უცხოული დელეგაციების მიღება უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ექსტრადაციის მიზნით პატიმრობამდე ვერ „ქაჩავს“. პოროშენკოსა და უკრაინის გენრალურ პროკურატურას სჭირდება იურიდიული საფუძველი ჩემს დასაკავებლად საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ. ისინი უკვე მიხვდნენ, რომ საზღვრის დარღვევას არ ვაპირებ და მათ მიერ საჩქაროდ მომზადებულ კანონპროექტს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე ჩემზე ვერ გამოიყენებენ. სახელმწიფო გადატრიალება - ეს არის წმინდა პოლიტიკური მუხლი, რომელიც იმდენად სასაცილოა, რომ არავის დარჩება ეჭვი, რომ ყველა საქმე შეთითხნილია, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველა საშუალება გამოსადეგია“,-წერს სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)