00:34 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-27 01:30:28, 1985 ნახვა

კომენტარი
ბორჯომის ხეობაში ავიაცია და ცოცხალი ძალა ამ დრომდე რჩება

ბორჯომის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბი მუშაობას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს. შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია,  პრევენციის მიზნით, სტიქიის ზონაში რჩება  ცოცხალ ძალასა  და მძიმე ტექნიკასთან ერთად ავიაციაც. თუმცა, მისივე ინფორმაციით, რამდენიმე ვერტმფრენი თავისი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნდა:

ამ ეტაპზე, ხანძარი, შეიძლება ითქვას, რომ ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს ნიადაგის დამუშავება იმ ცოცხალი ძალის მიერ, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩართული იყო ხანძრის ქრობის პროცესში. დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ჟურნალისტებს, იმისთვის, რომ ოპერატიულად აშუქებდით ყველა მოვლენას და საზოგადოებას ჰქონდა იმის საშუალება, რომ ოპერატიულად მიეღო მისთვის სასურველი ინფორმაცია, ის ობიექტური ინფორმაცია, რაც, რეალურად,  სტიქიის ზონაში ხდებოდა. მადლობა თქვენ ამისთვის. ამ ეტაპზე, ჩვენ ვრჩებით ადგილზე. შტაბი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. რჩება ზონაში ავიაციაც და საჭიროების შემთხვევაში, ისინი თავიანთ ფუნქციას შეასრულებენ. მაქსიმალური ძალები გვყავს ჩართული იმისთვის, რომ ნიადაგი დამუშავდეს და არ დარჩეს საერთოდ არანაირი რისკი იმისა, რომ სადმე რამე კერამ გაიღვიძოს და გაღვივდეს. დღეს რამდენიმე ვერტმფრენი უკვე თავის დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდა“,-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მან მფრინავებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა:

„მე მფრინავებს განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებ, იმიტომ, რომ ამ დღეების განმავლობაში 2100-ზე მეტი შემოფრენა გააკეთეს და 2100-ჯერ დაასხეს წყალი ხანძრის კერებს. სულ 5200 ტონაზე მეტი წყალი იქნა გამოყენებული ხანძრის ჩასაქრობად. კოლოსალური მუშაობა გაწიეს ამ ადამიანებმა. ეს, პრაქტიკულად, გმირობის ტოლფასი იყო. თქვენ, ყველანი ადევნებდით თვალყურს მათ მოქმედებას. დიდი მადლობა მათ ამისთვის. მეგობარი ქვეყნები, ალბათ, უახლოეს პერიოდში, შესაძლებელია, რომ უკვე ხვალ, დატოვებენ ზონას, რადგან მათი დახმარება ამ ეტაპზე საჭირო აღარ არის. დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, მათ, რომ ოპერატიულად გამოიჩინეს გულისხმიერება, ჩამოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ. თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა - 200 ჯარისკაცი, მათი მეთაურის ხელმძღვანელობით, რჩება ზონაში. ჩვენც ვამცირებთ ჩვენს კონტინგენტს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ 24 საათიან რეჟიმში განვაგრძობთ ისევ მუშაობას. შტაბი განაგრძობს მუშაობას მანამ, სანამ ყველა ადგილი, ყველა კერა დამუშავებული და რისკები განულებული არ იქნება“,-აღნიშნა მღებრიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics