02:09 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 10:33:22, 794 ნახვა

მსოფლიო
ბოლო მონაცემებით, ნეპალში დაღუპულთა რიცხვმა 3 ათასს გადააჭარბა

ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 ათას 400-ს აღწევს, მათ შორის სულ მცირე 17 ადამიანი მწვერვალ ევერესტზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა.

ასევე, ათობით დაღუპულია ჩინეთსა და ინდოეთში. ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისათვის ღია ცის ქვეშ კარვებია გაშლილი, სადაც  უკვე მეორე დღეა ათასობით ადამიანს ღამის გათევა უწევს.

სამაშვეელო სამსახურები კატმანდუში დანგრეული შენობებიდან გარდაცვლილების გამოყვანას აგრძელებენ.

მეზობელმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ნეპალში უკვე გააგზავნეს ჰუმანიტარული დახმარება.

გუშინ ნეპალში განმეორებით, 6.7 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა განმეორდა ასევე ონდოეთსა და ბანგლადეშში.

ცნობისთვის, ნეპალის დედაქალაქის კატმანდუს მახლობლად პირველი ძლიერი 7.9 ბალიანი მიწისძვრა შაბათს მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics