|
2015-04-27 09:26:22, 525 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის ხელოვნების ცენტრში ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი გაიმართა
ბათუმის ხელოვნების ცენტრში ოჯახში დამზადებული ღვინის VIII ფესტივალი გაიმართა, რომელშიც 100-ზე მეტი ქართველი მეღვინე მონაწილეობდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, საკონკურსო ღვინოების წარდგენა 22 აპრილს დასრულდა. დანომრილი ნიმუშები ანონიმური იყო და 12 პროფესიონალის სომელიეს მიერ მათ დეგუსტაციას 23-25 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. კონკურსში გამარჯვებული I, II, და III ადგილების მფლობელებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები და ფულადი პრიზები გადაეცათ. კონკურსის ფინალში გასულ 26-ვე ნომინანტს კი ქარხნული წესით დამზადებული საფირმო ქართული ღვინოები. წელს პირველად კონკურსის მონაწილეთა შორისწარმოდგენილი იყო ღვინო ლაზეთიდან (თრქეთი), რომელსაც მეღვინემ „უჩა“ დაარქვა. „ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალის“ საზეიმო ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ წმინდა სინოდის წევრები, ეპარქიის სამღვდელოება, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები. ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სხვა თანამდებობის პირები. დაჯილდოებას დაესწრნენ ბიზნესმენები, რომლებმაც დააწესეს პრიზები, კერძო ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები და სხვა სპონსორები. ფესტივალზე მოწვეულ ყველა სტუმარს გადაეცა ქართული ღვინისა და მეღვინეობის სესახებ დამზადებული სპეციალური საინფორმაციო ბროშურა, რომელშიც მოთხრობილია ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალის, კომისიაში შემავალი „ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი“ ტრადიციულია და იგი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით წელს VIII -დ ტარდება.
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)