05:16 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-24 05:58:15, 2615 ნახვა

სამართალი
განზრახ მკვლელობასა და ყაჩაღობაში ბრალდებულებს 18 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ყაჩაღობაში ბრალდებულებს 18 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამავე განაჩენით გ. ნ. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივ კავშირში სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 27 ნოემბერს, წარსულში განზრახიდანაშაულისთვის ნასამართლევმა ჯ.ბ.-მ და გ.ნ.-მ   დაახლოებით 21 საათზე, ძალის გამოყენებით გააღეს 81 წლის ჟ.ა.-ს საცხოვრებელიბინის კარი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ძალადობის მუქარით თავს დაესხნენ მას და თანხამოსთხოვეს.  თავდამსხმელებს ჟ.ა.-მ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ჯ.ბ.-მ და გ.ნ.-მ მას თავისა და სხეულის არეში  მრავლობითი,სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.ბ.  და გ.ნ. დაეუფლნენჟ.ა.-ს კუთვნილ 600 ლარს და შემთხვევის ადგილიდან  მიიმალნენ.

ასევე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სრულწლოვანმა გ.ნ.-მ ცოლად შეირთო წინასწარი შეცნობით 16 წელსმიუღწეველი გოგონა, რომელთანაც  ნებაყოფლობით დაამყარა  სქესობრივი კავშირი.

სამართალდამცველებმა ჯ.ბ. და გ.ნ. 29 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე" და მესამე ნაწილის ,,გ"ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი  დამამძიმებელ გარემოებებში: ჯგუფურად, ანგარებით) და 179-ე მუხლის  მე-2ნაწილის ,,ბ," მე-3 ნაწილის ,,ბ" და მე-4 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით იმისმიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარედგინათ, ხოლოგ.ნ.-ს დამატებით 140-ე მუხლით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივ კავშირი) წარედგინა ბრალდება. ბრალდებულებსაღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდათ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯ.ბ. და გ.ნ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომადჯ.ბ.-ს 20 წლით ხოლო გ.ნ.-ს  18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის გნცხადებაში.

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics