10:26 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 16:55:16, 1050 ნახვა

სამართალი
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წალკის ბაზას მოსწავლეები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს წალკის განყოფილების ბაზაზე ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლეს.

ვიზიტი სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით, პროექტის - „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა.

მოსწავლეებმა ბაზის ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი შენობები და სპორტული დარბაზი დაათვალიერეს. სტუმრებისთვის ბაზის ტერიტორიაზე მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ტიპის სპეციალური ტრანსპორტი და ტექნიკა, სამთო და სამხედრო აღჭურვილობა და სამედიცინო ინვენტარი.

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსწავლეებს დეპარტამენტის დანიშნულება და მისი მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.

ვიზიტის დასასრულს, დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა მოზარდებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და მათი ინფორმირება დანაშაულის პრევენციის, მართლწესრიგის და უსაფრთხოების შესახებ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო ტრამპმა ნორვეგია „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
ლულა და სილვამ ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტი ხელახლა დაიკავა
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics