|
2017-08-23 04:31:49, 1462 ნახვა
სამხედრო
GDRP-ის განხორციელების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის ევროპულ სარდლობას შორის, ურთიერთგაგების მომემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და აშშ-ის მხრიდან ევროპული სარდლობის (EUCOM) J-5/8 დეპარტამენტის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დევიდ ალვინმა მოაწერეს. ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმარს მჭიდრო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მემორანდუმი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის გაძლიერებას ითვალისწინებს, განსაკუთრებით კი წვრთნების მიმართულებით: „ ამერიკელ კოლეგებთან ერთად მომავალი სამი წლის განმავლობაში ჩვენი ცხრა ბატალიონის დაკომპლექტებას, აღჭურვასა და მუდმივ წვრთნებს ვგეგმავთ, რათა თავდაცვითი შესაძლებლობები გაიზარდოს და საქართველო მომავალში უფრო უსაფრთხო ქვეყანა გახდეს“, - განაცხადა ლევან იზორიამ. GDRP საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. მემორანდუმის ხელმოწერამდე გენერალ-მაიორ დევიდ ალვინს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილეები, ლელა ჩიქოვანი და პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი, კობა ცირეკიძე დაესწრნენ. (NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)