|
2015-04-26 11:10:26, 894 ნახვა
მსოფლიო
ბოლო მონაცემებით, ნეპალში დაღუპულთა რიცხვი 2000–ს აღწევს
ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2000–ს აღწევს, მათ შორის 17 ადამიანი მწვერვალ ევერესტზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა. მხოლოდ დედაქალაქ კატმანდუში კი, 700–ზე მეტია გარდაცვლილი. ინფორმაციას "ბი ბი სი" ავრცელებს. უცხოური მედიის ცნობით, კატმანდუში სავაადმყოფოები დაშავებულებით არის სავსე და ყველა პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა რთულდება. ნეპალი საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციებისგან დახმარებას ითხოვს. ამ დროისთვის ნეპალში მეწყერის გამო გზები დაბზარული და ჩაკეტილია. შეგახსენებთ, ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს მახლობლად ძლიერი მიწისძვრა გუშინ მოხდა. დაზუსტებული მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 7.9 ბალს შეადგენდა. თვითმხილველთა ცნობით, დანგრეულია საცხოვრებელი შენობები და ნანგრევებში უამრავი ადამიანია მოყოლილი. ჩამონგრეულია კატმანდუს მთავარი ღირსშესანიშნაობა - 60 მეტრიანი დხარახარას კოშკი. სიტუაციას ართულებს ძლიერი განმეორებითი ბიძგები, რომელსაც დამატებით ნგრევა მოყვება. ნეპალში ასეთი სიმძლავრის მიწისძვრა ბოლო 80 წელია არ მომხდარა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)