05:13 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-18 13:11:16, 2595 ნახვა

სამართალი
სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარებისთვის ბრალდებული დ.ჩ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით. ამავე განაჩენით დანაშაულის შეუტყობინებლობაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი დ.პ., გ.ქ., გ.გ. და ვ.თ. სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით. 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ.თბილისში, მე-3 მასივის  მიმდებარე ტერიტორიაზე დ. ჩ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც საბრძოლო მასალასთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა, რ.ს.-ს მიმართულებით მოახდინა რამდენიმე გასროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული ჭრილობების შედეგად რ.ს. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე დადგინდა, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშულის ჩადენის შესახებ ნამდვილად იცოდნენ დ.პ.-მ, გ.ქ.- მ, გ.გ.-მ და ვ.თ.-მ, თუმცა მათ აღნიშნულის თაობაზე არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს.

დ.ჩ.-ს ბრალდება 2016 წლის 18 ოქტომბერს დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.  ძებნილი პირი 2016 წლის 20 ნოემბერს წყალტუბოში დააკავეს.

სამართალდამცველებმა გ.ქ. 10 ოქტომბერს, გ.გ. 11 ოქტომბერს, ხოლო დ.პ. და ვ.თ. 12 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაო 5000 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ჩ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ ვ.თ., დ.პ., გ.ქ. და გ.გ. ასევე სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ვ.თ.-ს და დ.პ.-ს საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 6 თვით, გ.ქ.-ს  თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, ხოლო გ.გ.-ს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით განუსაზღვრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics