12:13 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-18 12:09:36, 3317 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, „ჯორჯიან პროდაქტს რენესანმა“ პროდუქციის რეალიზაცია საერთაშორისო ბაზარზე დაიწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანიამ  „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი"  პროდუქციის  რეალიზაცია საერთაშორისო ბაზარზე დაიწყო.

თხილის გადამამუშავებელი კომპანია პროდუქციის მრავალფეროვნებით გამოირჩევა და შესაბამისად, უცხოეთში  რამდენიმე სახის თხილის პროდუქტის ექსპორტს  ახორციელებს.  

კერძოდ: გაუტეხავი თხილის, ნატურალური თხილის გულის, ბლანშირებული თხილის, დაქუცმაცებული თხილისა და თხილის ფქვილის სახით.

ექსპორტზე ორიენტირებულმა კომპანიამ, 2015 წლიდან მოყოლებული დღემდე, სააგენტოს ორგანიზებით საკვები და სასმელი პროდუქტების ყველა წამყვან გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანია მონაწილეობდა ისეთ საერთაშორისო გამოფენებში, როგორებიცაა: HOFEX 2017, GULFOOD 2015/2016/2017, ANUGA 2015, SIAL CHINA 2015, SUMMER FANCY FOOD SHOW 2015, SIAL PARIS 2016 და ა.შ.  

პოტენციურ პარტნიორებთან  წარმატებული მოლაპარაკების შედეგად  კომპანია  საკუთარი პროდუქციის ექსპორტს 25-ზე მეტ ქვეყანაში,  მათ შორის  შვეიცარიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, ბულგარეთში. კანადაში, გერმანიაში, ინგლისში, საფრანგეთში, ესპანეთში, ბრაზილიაში, მექსიკაში, სინგაპურში და კიდევ ბევრ ქვეყანაში წარმატებით ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია რომელიც სერტიფიცირებულია ISO 22000 სტანდარტით, აგრეთვე ერთადერთი თხილის კომპანიაა საქართველოში, რომელიც BRC სერტიფიკატს ფლობს. კომპანია „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი“ სამომავლოდ პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას და დამატებითი საექსპორტო ბაზრების ათვისებასაც გეგმავს.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
Amnesty International - საქართველოში ქალი მომიტინგეები ხდებოდნენ გენდერული და სექსუალური ძალადობის სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics