|
2017-08-18 10:52:03, 2849 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიო ლიდერები ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს გმობენ - „ევროპა და აშშ ესპანეთის გვერდით დგანან“
ბარსელონში მომხდარი ტერაქტი მსოფლიო ლიდერებმა დაგმეს. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი Twitterის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ევროპა ბარსელონის გვერდით დგას. „ევროკავშირი მზად არის სრული მხარდაჭერა გაუწიოს ესპანეთს ტერორიზმთან ბრძოლაში. მთელი ევროპა ბარსელონასთან დგას", - წერს დონალდ ტუსკი. ამასთან, მომხდართან დაკავშირებით მწუხარება ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ანტონიო ტაიანიმ გამოთქვა. "გულწრფელ სოლიდარობას ვუცხადებ ყველას, ვისაც ეს თავდასხმა შეეხო. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ესპანეთის მთავრობას. ევროკავშირი ტერორიზმთან ბრძოლაში და მშვიდობის დაცვაში ერთიანია“, - განაცხადა ტაიანიმ. ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილრესონიც გამოეხმაურა. ტილერსონმა ტერორისტები გააფრთხილა, რომ ისინი სასამართლოს წინაშე აგებენ პასუხს. ამასთან, მან განაცხადა, რომ აშშ მზად არის, ესპანეთს ტერაქტის გამოძიებაში დაეხმაროს. „ტერორისტებმა მთელ მსოფლიოში უნდა იცოდნენ - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მათ მოკავშირეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, გიპოვონ და სასამართლოს წინაშე გაგებინონ პასუხი“, - განაცხადა რექს ტილერსონმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)