|
2015-04-25 14:43:48, 945 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობამ ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ დადგენილება მიიღო
„საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შევქმნათ“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, რეალური საფუძველი არსებობს იმის, რომ იმერეთის რეგიონში საინტერესო ბიზნეს პროექტები განხორციელდეს. „საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ მიიღო დადგენილება, რომ ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალალი ინდუსტრიული ზონა შევქმნათ, ეს არის ცინელების ინვესტიცია, კომპანია ჰუალინგი უზარმზარ ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში. საუბარია 2020 წლამდე 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე. ეს 30-წლიანი პროექტი გახლავთ“,-განაცხადა პრემიერმა. პრემიერმა იმერეთის რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებზე იასუბრა და აღნიშნა, რომ დღეისათვის მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ჯამური ღირებულება 29 მილიონამდე ლარია. "ეს ინვესტიციები ჩაიდო ქუთაისსა და ზესტაფონში - "სმარტისა" და ცნობილი ბრენდის სწრაფი კვების ობიექტის ამუშავებაში, გასამართ სადგურებში, სამშენებლო მასალების წარმოებაში, სასათბურე მეურნეობაში, მეორადი პლასტმასების გადასამუშავებელი ქარხნის მშენებლობაში და ასე შემდეგ. ეს ინვესტიციები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ აბსოლუტურად საიმედო გარემოს ვქმნით ბიზნესისათვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, 2013 წელს იმერეთის რეგიონში 60 მილიონ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, 2014 წელს კი - 23 მილიონ დოლარამდე. "ეს ინვესტიციები გადამმუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, უძრავ ქონებაში, სამთომოპოვებით მრეწველობაში, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მიმართულებით, სასტუმროებსა და რესტორნებში, სოფლის მეურნეობაში, თევზჭერაში ჩაიდო", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)