|
2015-04-25 10:17:23, 663 ნახვა
საზოგადოება
”112”-ის წარმომადგენლებმა ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის წარმომადგენლები ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიურ კონფერენციას და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, ყოველწლიურ კონფერენციაზე „112“-ის დელეგაციის მონაწილეობის მიზანი იყო, ევროპის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში გამოცდილების გაზიარება და ამ კუთხით მოღვაწე საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრა. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, „112“-ის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს გამოფენა, სადაც გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში უახლეს ტექნოლოგიებსა და მიღწევებს გაეცნენ, დაესწრნენ სემინარებს სხვადასხვა თემაზე, როგორიცაა: ტექნოლოგიების მნიშვნელობა საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში; ქოლ-ცენტრის ეფექტური მუშაობის წინაპირობები; გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდის კუთხით წარმოებული ეფექტური კამპანიები და სოციალური მედიის როლი გადაუდებელი დახმარების დროს. კონფერენციის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სხვადასხვა ქვეყანაში, გადაუდებელი დახმარების სფეროში არსებული გამოწვევების მიმოხილვას და რეკომენდაციების გაზიარებას. საქართველოს დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ბუქარესტში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და კოლეგებისგან მიიღეს ინფორმაცია ერთიანი გადაუდებელი დახმარების ნომრის -„112“-ის მუშაობის სპეციფიკის შესახებ. წლევანდელი კონფერენციის ფარგლებში, საქართველო წარმოდგენილი იყო, როგორც ერთ-ერთი სპიკერი ქვეყანა. საქართველოს „112“-მა კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია სახელწოდებით - „გამოწვევები და სტრატეგიული მიმართულებები“. ყოველწლიური კონფერენციის მნიშვნელოვანი ნაწილია დაჯილდოების ცერემონია. 2015 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველომ გაიმარჯვა „განსაკუთრებული მოქალაქის“ ნომინაციაში. მნიშვნელოვანია, რომ წელს საქართველო ამ ნომინაციაში ყოველგვარი ხმის მიცემის პროცედურის გარეშე დასახელდა. „განსაკუთრებული მოქალაქის“ ნომინაციაში გაიმარჯვა 8 წლის ლექსო ბოჟაძემ, რომელმაც „112“-ზე დარეკვით საკუთარი დედის სიცოცხლე იხსნა.
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)