|
2017-08-12 18:16:26, 2962 ნახვა
მსოფლიო
ეგვიპტელი მაღალჩინოსანი სარკინიგზო ავარიის ადგილის ნახვის შემდეგ გარდაიცვალა
ეგვიპტეში, ტრანსპორტის მინისტრის მრჩეველი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც გუშინდელი სარკინიგზო ავარიის შედეგად გარდაცვლილთა ცხედრები ნახა, - ამის შესახებ Youm7 იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მუსტაფა ელ-საიედი გულის შეტევით გარდაიცვალა. მანამდე მაღალჩინოსანმა გარდაცვლილის ცხედარი ნახა, რა დროსაც ის ცუდად გახდა. ელ-საიედი ინციდენტის ადგილას იყო ჩასული. როგორც სააგენტო წერს, მაღალჩინოსანი საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ეგვიპტეში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე ათობით ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ამ დროისთვის შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)