|
2017-08-11 17:43:37, 2729 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ISIS-ის წევრობის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
თურქეთში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს, რომელიც შესაძლოა "ისლამურ სახელმწიფოსთან" იყოს კავშირში, 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, - ამის შესახებ თურქული გამოცემა Sabah-ი იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გარდა ტერორისტულ დაჯგუფებასთან შესაძლო კავშირისა, ბაკიევს ტერაქტის მოწყობის დაგეგმვას ედავებიან. კერძოდ კი, გავრცელებული ცნობით, მამაკაცი დრონის მეშვეობით ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდებას აპირებდა. თურქული მედია წერს, რომ ეს არ არის ბაკიევის პირველი დაკავება. მანამდე, ის თურქეთ-სირიის საზღვარზე დააკავეს და დაადეპორტეს, რის შემდეგაც მას თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლა ეკრძალებოდა. შეგახსენებთ, რომ თურქეთში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე რენატ ბაკიევი გუშინ დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)