|
2017-08-11 15:30:49, 2798 ნახვა
მსოფლიო
დავით საყვარელიძე: ნებისმიერ შემთხვევაში შემოვიყვანთ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში
პარტია "ახალი ძალების მოძრაობა" უკრაინის საზღვარზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახვედრად ემზადება, რათა მისი უკრაინაში შესვლა უზრუნველყონ, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. "ჩვენ შემოდგომისთვის მოვემზადებით. რაც ყველაზე მთავარია - დავხვდებით მიხეილს საზღვარზე. მას ყველა შემთხვევაში ქვეყანაში შემოვიყვანთ, ის ორივე ხელით და ორივე ფეხით შემოვა", - აღნიშნა საყვარელიძემ. ამასთან, მან არ დააკონკრეტა, რომელ საზღვარზე და როდის მოხდება მიხეილ სააკაშვილის შეყვანა უკრაინაში. ცნობისთვის, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის ევგენი ენინის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას მხოლოდ ვიზის აღების შემთხვევაში შეძლებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად უნგრეთში უმცროს ვაჟთან ნიკოლოზთან ერთად იმყოფება. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს დაკარგა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)