|
2017-08-11 12:58:30, 2699 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ჩრდილოეთ კორეას ნერვიულობა მოუწევს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეას „ნერვიულობა მოუწევს“, - ამის შესახებ BBC იუწყება. ტრამპმა აღნიშნა, რომ კიმ ჩენ ინი აშშ-ის მიმართ არასათანადოდ იქცევა. "ის საშინელ რაღაცეებს ამბობდა, არასათანადოდ იქცეოდა ჩვენი ქვეყნის მიმართ. მას და მის ოჯახს ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში ყველაფერს პატიობდნენ. მაგრამ ჩემთან ეს არ გაუვა. ახლა სულ სხვა საქმეა. არ ვქედმაღლობ, უბრალოდ ფაქტების კონსტატაციას ვახდენ", - დასძინა ტრამპმა. ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეა წყნარ ოკეანეში, კუნძულ გუამიზე განთავსებულ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს სარაკეტო დარტყმებით ემუქრება. მას შემუშავებული აქვს შესაბამისი გეგმა, რომელიც სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს ამოქმედდება. ამასთან, ჩრდილოეთ კორეა ტრამპის განცხადებებს "სისულელეს" უწოდებს და აცხადებსმ რომ საკუთარ გეგმას მიჰყვება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)