10:41 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-10 16:03:07, 2734 ნახვა

ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა

მომხმარებლისთვის კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის და საჯარიმო სანქციების დაკისრების გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა.

როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, 2017 წლის 14 იანვარს სამოქალაქო კოდექსში (სსკ) შესული ცვლილებებით, განისაზღვრა სესხებზე დასარიცხი მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი და საჯარიმო სანქციის ოდენობა (დამატებით სსკ-ში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით გთხოვთ, იხილოთ ეროვნული ბანკის განცხადება). კანონის მოთხოვნათა აღსრულების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების შემოწმება დაიწყო.

"ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმებისას, გამოვლინდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების დარღვევის ფაქტები, რაც მომხმარებლისთვის კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის (რაც ეფექტურ 100%-ს შეადგენს) და საჯარიმო სანქციების (წლიური 150%) დაკისრებას გულისხმობს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს თავის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების ინსპექტირებას და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებლის უფლებების დასაცავად და მათი საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ხოლო იმ მომხმარებლებმა, რომელთა მომსახურე კომპანიები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს, თავიანთი უფლებების დასაცავად უნდა მიმართონ სასამართლოს. ამასთან, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოანგარიშება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე - https://www.nbg.gov.ge/cp/index.php?m=551 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მომხმარებლებს, სესხის აღების დროს გამოიჩინონ ყურადღება და დეტალურად გაეცნონ ხელშეკრულებას. თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწერეთ - cp@nbg.gov.ge", - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Amnesty International - საქართველოში გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები მკვეთრად შეიზღუდა
ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ტოვებს, მას ჯონ ტერნუსი შეცვლის
Axios: ირანის უზენაესმა ლიდერმა ტრამპის ახალი მუქარის შემდეგ აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელების ბრძანება გასცა
ესტონეთი ზელენსკის ბალტიისპირეთის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics