|
2017-08-10 13:30:34, 2366 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლებამ 35 ადამიანის დაკავების განკარგულება გასცა, მათ შორის 9 ჟურნალისტია
თურქეთის ხელისუფლებამ 35 ადამიანის დაკავების განკარგულება გასცა, მათ შორის 9 ჟურნალისტია, - ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ, მუსლი მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან კავშირში სდებენ ბრალს. მედიის ცნობით, ეჭვმიტანილების შორის ოპოზიციური გამოცემა Birgun-ის მთავარი რედაქტორი ბურაქ ეკიჩიც არის, რომელსაც „ტერორისტული ორგანიზაციის" წევრობაში ადანაშაულებენ. როგორც სააგენტო წერს, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკას ატარებს. თურქული გამოცემა Anadolu-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილები სავარაუდოდ სპეციალურ აპლიკაცია ByLock-ს იყენებენ, რომელიც დაშიფრული შეტყობინებების გასაგზავნად სჭირდებოდათ. ცნობისთვის, 20016 წლის ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის და ფეტჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით 50 ათასი მოქალაქე დააკავეს. 150 ათასი სახელმიწფო მოხელე ამავე ბრალდებით სამსახურიდან გაათავისუფლეს. პუტჩის დროს 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი, დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)