10:43 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-10 10:59:01, 2482 ნახვა

ეკონომიკა
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ Expo 2017-ში მონაწილეობა მიიღო

10 ივნისიდან - 10 სექტემბრის ჩათვლით,ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში  საერთაშორისო გამოფენა Expo 2017მიმდინარეობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო გამოფენის ძირითადი თემატიკაა „მომავლის ენერგია.“

უწყების ინფორმაციით, გამოფენა  მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნების, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კომპანიებისა და საზოგადოების ჩართულობას  საკითხზე თუ "როგორ უზრუნველვყოთ ენერგორესურსების უსაფრთხო და მდგრადი ხელმისაწვდომობა  CO2- ის ემისიების შემცირებისას."

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, გამოფენაში მონაწილეობა მიიღო კომპანიამ „პანექსი“, რომელიც ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს, კერძოდ კი სენდვიჩპანელებს აწარმოებს.

 საერთო ჯამში კი გამოფენაზე საქართველოსთან ერთად, ჯამში 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

გამოფენის ფარგლებში,სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტიორთა ხელშეწყობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ცოტნე ამაშუკელმა  შეხვედრა გამართა  როგორც ყაზახეთის, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს წრეებთან.

დაინტერესებულ პირებს  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები წარუდგინა და გააცნო ყველა ის მექანიზმი, რომლითაც სახელმწიფო კერძო სექტორის წარმომადგენლებს ეხმარება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Amnesty International - საქართველოში გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები მკვეთრად შეიზღუდა
ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ტოვებს, მას ჯონ ტერნუსი შეცვლის
Axios: ირანის უზენაესმა ლიდერმა ტრამპის ახალი მუქარის შემდეგ აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელების ბრძანება გასცა
ესტონეთი ზელენსკის ბალტიისპირეთის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics