12:47 - 22 Oct, 2026
|
2017-08-10 10:55:52, 2785 ნახვა
მსოფლიო
„ისლამური სახელმწიფო“ მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს - „თეირანს ტერაქტების ტალღა ელოდება“
ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ახალი თავდასხმებით იმუქრება, - ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაჯგუფებამ ახალი თავდასხმები ირანის დედაქალაქ თეირანზე დააანონსა. როგორც სააგენტო წერს, "ისლამურმა სახელმწიფომ" შესაბამისი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც შეიარაღებული ნიღბიანი პირები ახალგაზრდა ისლამისტებს თავიანთ ქვეყანაში ჯიჰადისკენ მოუწოდებენ. შეგახსენებთ, რომ ბოლო თავდასხმის შედეგად, რომელიც თეირანში პარლამენტის შენობაზე განხორციელდა სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)