2017-08-09 13:57:19, 2642 ნახვა
ეკონომიკა
სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა.
"მოთხოვნამ შეადგინა 44 860 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.050 პროცენტით, მაქსიმალური 7.190 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.126 პროცენტით განისაზღვრა", - აცხადებენ სებ-ში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან