15:47 - 13 Apr, 2026
|
2017-08-09 13:03:47, 2686 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა
ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 6 ტურისტია. ამასთან, როგორც მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით იტყობინება, მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 247-მდეა გაზრდილი. ცნობისთვის, პროვინცია სიჩუანში მიწისძვრები პერიოდულად ხდება, ყველაზე მასშტაბური კი, 2008 წლის მაისში მოხდა, რის შედეგადაც თითქმის 70 ათასი ადამიანი დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ ჩინეთში 7-ბალიანი მიწისძვრა გუშინ მოხდა. ამ დროისთვის მიმდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დასრულდა. ექსპერტების ვარაუდით მოსალოდნელია განმეორებითი ბიძგები.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)